სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის პანკისელი ახალგაზრდის, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, აქციების გამართვას ორშაბათიდან აპირებს. ამის შესახებ მან “მეტრონომს” განუცხადა.
“მე არ მინდა, რომ ამ სიტუაციაში ზემდეტად შევაწუხო ვინმე. შევდივარ ტატუნაშვილების ოჯახის მდგომარეობაში. აქციების დაწყებას პარასკევს ვგეგმავდით, მაგრამ არსებული სიტუაციის გამო თარიღი გადავწიეთ. მე არ მითქვამს, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებამდე აქციები არ დაიწყება-მეთქო. ვფიქრობ, ორშაბათიდან დავიწყებთ აქციებს”, – განუცხადა “მეტრონომს” მაჩალიკაშვილმა.
პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, სპეცოპერაციის დროს, 19 წლის თემრილან მაჩალიკაშვილი დაიჭრა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სპეცრაზმელს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.