ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაგთი და ჯეოსელი დემპინგური ფასების გამო წერილობით გააფრთხილეს

რამდენიმე წუთის წინ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ კომპანიების მაგთისა და ჯეოსელის მიერ დემპინგური ტარიფებით მომსახურება დაადგინა, რის გამოც წერილობითი გაფრთხილება მისცა.
კომპანიები კომისიას სთხოვდნენ, რომ არ გამოეყენებინა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. მათი არგუმენტი ის იყო, რომ როდესაც ტენდერი გამოცხადდა მაგთის და ჯეოსელს პასიური მოლოდინი ჰქონდათ და არ გეგმავდნენ სუბსიდირებას, თუმცა საბოლოოდ, მომხმარებელთა ქცევა სხვაგვარი აღმოჩნდა და კომპანიებს სუბსიდირების გაკეთება მოუწიათ.

დღევანდელ სხდომაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დასტურდება, რომ კომპანიები 2017 წელს კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე მომხმარებელებს დემპინგური ტარიფებით ემსახურებოდნენ და კონკურენციის პირობებს არღვევდნენ.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა 6 მარტს განაცხადა, რომ „მაგთიკომმა“ და „ჯეოსელმა“ „ელექტონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი და კომისიის მიერ 2010 წლის 21 მაისის N 240/9 და 2011 წლის 25 იანვრის №26/9 გადაწყვეტილებები დაარღვიეს, რომლის მხიედვითაც „შპს „ჯეოსელს“ და შპს „მაგთიკომს“ დაკისრებული აქვთ ვალდებულება, რომ არ დაუშვან კონურენციის შემზღუდავი ქმედებები და სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა მომხარებელთა ხარჯზე.

იტვირთბა....