ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

სლოვაკეთში ჟურნალისტის მკვლელობის გამო პრემიერი პოსტს ტოვებს

სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიკო თანამდებობას ტოვებს. ამის მიზეზი 27 წლის საგამოძიებო ჟურნალისტის იან კუჩიაკისა და მისი საცოლის მკვლელობაა, რომელიც თებერვლის ბოლოს მოხდა. ჟურნალისტი მაღალ პოლიტიკურ წრეებში არსებულ კორუფციაზე წერდა.

პოლიტიკური კრიზისი სლოვაკეთში უკვე ერთი თვეა გრძელდება, ქუჩებში კი მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქციები იმართება.

რობერტ კიფოს განცხადებით ის გადადგება, მაგრამ მმართველ კოალიციას მოთხოვა, რომ ახალი პრემიერის არჩევის უფლება მის პარტიას მისცენ.

იტვირთბა....