ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. ფინანსური დახმარება 35 მილიონი ევროს საშუალოვადიან სესხს, 10 მილიონს კი – გრანტს მოიცავს, რათა ქვეყანამ 2017-2020 წლებისთვის საგარეო ფინანსური საჭიროებების ნაწილი დაფაროს.

კენჭისყრასთან დაკავშირებით განცხადება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე საჯად კარიმმა გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკაში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, მათ შორის სუსტი საგარეო ეკონომიკური გარემოსა და ფისკალური დეფიციტის გამო. ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს აქვს მიღწევები დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.

იტვირთბა....