ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თეთრი სახლი: „აშშ სოლიდარობას უცხადებს ერთ-ერთ ყველაზე ახლო მოკავშირეს, დიდ ბრიტანეთს”

„აშშ სოლიდარობას უცხადებს ერთ-ერთ ყველაზე ახლო მოკავშირეს, დიდ ბრიტანეთს” – ნათქვამია თეთრი სახლის მიერგავრცელებულ განცხადებაში, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ  აშშ იზიარებს დიდი ბრიტანეთის აზრს, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ბრიტანეთის მოქალაქესა და მის ქალიშვილზე უგუნურ თავდასხმაზე და მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ.

„აშშ სოლიდარობას უცხადებს ერთ-ერთ ყველაზე ახლო მოკავშირეს, დიდ ბრიტანეთს. აშშ იზიარებს დიდი ბრიტანეთის აზრს, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ბრიტანეთის მოქალაქესა და მის ქალიშვილზე უგუნურ თავდასხმაზე და მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ. რუსეთის ასეთი ქმედება შეესაბამება იმ ქცევის მოდელს, რომლითაც რუსეთი სამართალზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის იგნორირებას ახდენს, ძირს უთხრის მთელ მსოფლიოში ქვეყნების სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას და ცდილობს დასავლური დემოკრატიული ინსტიტუციებისა და პროცესების დისკრედიტირებას. აშშ მუშაობს საკუთარ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, რათა ასეთი საძაგელი თავდასხმა აღარ განმეორდეს“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

იტვირთბა....