ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში (NBA) გამთენიისას “გოლდენ სტეიტმა” მორიგი მატჩი გამართა. “მეომრებმა” შინ ლოს-ანჯელეს “ლეიკერსს” უმასპინძლეს და 117:106 დაამარცხეს.
ზაზა ფაჩულია ერთდერთი კალათბურთი გამოდგა “გოლდენ სტეიტში”, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა – 10 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი. ეს ფაჩულიას ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლია.