ამერიკის ელჩის იან კელის განცხადებით, ამერიკა საქართველოს იმაში ეხმარება, რომ აგრესიის შეკავება მოხდეს. შესაბამისად კელი ამბობს, რომ მოხდება იარაღის, სისტემების მოწოდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს უნარის გაძლიერებას, რათა აგერსიის შეკავება მოხდეს.
ელჩმა სოციალური ქსელის მეშვეობით გამართული ვიდეოკონფერენციისას უპასუხა ერთ-ერთი მოქალაქის კითხვას, რომელიც დაინტერესდა, თუ რა დრო დასჭირდება საქართველოს, რომ გახდეს ნატო-ს წევრი.
“ 1976 წელს საქართველოში, როდესაც პირველად ჩამოვედი ვინმეს რომ ეკითხა ის ნატო-ს წევრი რამდენ ხანში გახდებოდა ვუპასუხებდი, რას ამბობთ-თქო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ შემდგომი 20 წლის შემდეგ საქართველო გახდა დამოუკიდებელი. მე გეტყვით უბრალოდ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ვერ გეტყვით როდის, არ ვიცი. მე ვიტყოდი, რომ აქ უმნიშვნელოვანესი მომენტი არის ის, რომ საქართველომ გააგრძელოს განვითარება და შეძლოს დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი.
ასევე მოახერხოს საქართველოს კონტროლის გავრცელება კონფლიქტის რეგიონებზე, მოახდინოს მათი დაბრუნება და უზრუნველყოს, რომ არავინ არასოდეს მოიტანოს აგრესია ამ ქვეყანაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ძალისხმევაში ვეხმარებით საქართველოს, გეხმარებით იმაში, რომ შეაკავოთ აგრესია.
ასევე არსებობს უამრავი ტრენინგ-პროგრამები სამხედრო დახმარების თვალსაზრისით, ასევე მოხდება იარაღის, სისტემების მოწოდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს უნარის გაძლიერებას, რომ შეაკავოს აგრესია, თუმცა მაინც ბევრი არის დამოკიდებული თქვენზე. ეს მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ შექმნათ ძლიერი და წარმატებული ქვეყანა“, – განაცხადა იან კელიმ.