ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის პრემიერი ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ განცხადებას გააკეთებს

ტელეკომპანია BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის საქმეზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. ტელეკომპანია იუწყება, რომ დიდ ბრიტანეთის სურს, გაეროს-ს უშიშროების  საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდოს, რომელიც სერგეი სკრიპალზე და მის ქალიშვილ იულიაზე ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმის საქმეზე.

ასევე, ტელეკომპანია Sky-ს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ განცხადებას გააკეთებს.

ცნობისთვის, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში („გრუ”) მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.

სკრიპალის საქმეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გამოეხმაურა და ბრიტანელებს ურჩია ყოფილი ჯაშუშის მოწამვლის ინციდენტში ჯერ თავად გაერკვნენ.

იტვირთბა....