ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მეტროში საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მოძრაობა აღდგება

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „დიდუბეში“ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„თბილისის მეტროს დიდუბე-გოცირიძის მეორე ხაზის გადასარბენ მონაკვეთზე (სადაც მგზავრთა გადაადგილება აკრძალულია) მატარებლის შეჯახების შედეგად ქვეითად მოსიარულე, 70 წლამდე ასაკის კაცი გარდაიცვალა.

როგორც დადგინდა, კაცი ლიანდაგებზე მოძრაობდა. მემანქანის მიერ დროული რეაგირებისა და დამუხრუჭების მიუხედავად, შეჯახების არიდება ვერ მოხერხდა.

გარდაცვალების ფაქტი დადგენილია სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟის მიერ. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

უბედური შემთხვევის გამო შეფერხებულია თბილისის მეტროს პირველი ხაზის მოძრაობა. ამ მომენტისათვის მატარებელი გადაადგილდება სადგურის მოედანი – ვარკეთილის მიმართულებით, ხოლო საბურთალოს ხაზი მუშაობს შეუფერხებლად. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგება“, – ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

იტვირთბა....