ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ზაქარია ქუცნაშვილი: “მეჭიაურიმა ისიც კი არ იცის რა ევალება”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი თიანეთის მერის განცხადებას “მეტრონომთან” საუბრისას პასუხობს და აცხადებს, რომ თამაზ მეჭიაურმა არ იცის თუ რა ევალება მას.

“მეჭიაურის არაკომპეტენტურობა ამაშიც ვლინდება, რომ არ იცის რა ევალება. საჯარო სამსახურის კანონის თანახმად, მას ევალება, რომ უზრუნველყოს მუშაკებისთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა. ეს არის მისი ვალდებულება, კი არ უნდა მიმართონ მას. სამწუხარო ფაქტია, რომ მეჭიაურის მიმართ პოლიტიკური დისკრიმინაციის ფაქტი დადასტურდა. მე მეგონა, რომ პოლიტიკური დისკრიმინაცია წარსულს ჩაბარდა. თუმცა, სახალხო დამცველის დასკვნით, ეს ფაქტი დადასტურდა”, – აცხადებს ქუცნაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის განცხადებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა  თამაზ მეჭიაურმა თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მომუშავე თანამშრომლები მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, შეშით არ მოამარაგა.

თავის მხრივ მეჭიაურმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა, რომ ეს ყოველივე ქუცნაშვილის მიერ არის ორგანიზებული.

იტვირთბა....