გერმანიის პარლამენტმა ანგელა მერკელი კანცლერად მეოთხედ აირჩია.
“ანგელა მერკელმა ხმათა უმრავლესობა მოიპოვა და კანცლერი გახდა”- განაცხადა ბუნდესტაგის თავჯდომარემ ვოლფგანგ შოიბლემ.
პარლამენტში ფარულ კენჭისყრას კანცლერის მეუღლე და დედა ესწრებოდა. მერკელის კანდიდატურა ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანც ბალტერ შტაინმაიერმა წარადგინა. საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში გასული წლის შემოდგომაზე გაიმართა.