Sport ახალი ამბები მთავარი

“მანჩესტერი” “ჩემპიონთა” ლიგას დაემშვიდობა

“ოლდ ტრაფორდზე” “განსაკუთრებული” დამარცხდა – ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” ესპანურ “სევილიასთან” “ჩემპიონთა ლიგის” განმეორებითი მერვედფინალური მატჩი ანგარიშით 1:2 დათმო. პირველი შეხვედრა ესპანეთში 0:0 იყო დამთვრებული და შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე “სევილია” გავიდა.

შეხვედრაში ანგარიში 74 წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ბენ იედერმა გახსნა, ხოლო 4 წუთში მანვე დუბლი შეასრულა. მართალია, 84 წუთზე რომელუ ლუკაკუმ 1 ბურთი გაქვითა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა.

რაც შეეხება მეორე მატჩს, “რომამ” უკრაინული “შახტარი” 1:0 დაამარცხა და “სევილიის” დარად მეოთხედფინალში გავიდა. მატჩის ერთდერთი გოლი ედინ ჯეკომ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ “შახტარის” სათდარიგო სკამზე ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ის მოედანზე არ შეუყვანიათ.

იტვირთბა....