ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დახურულ ფორმატში იხილავს.
სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, კანონპროექტის ინიციატორმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის დახურვა მოითხოვა. მანამდე კი მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ზოგადი დებულებები წარადგინა. ცვლილებები „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონში შედის.
„ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით არსებული რეგულაციები მკაცრდება და ნორმის განმარტება ხდება, ასევე დამატებითი ცვლილებები შემუშავდა. ამ ცვლილებებით კანონს ემატება ისეთი დეფინიციები როგორიცაა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა და „ქურდული შეკრება“. ასევე, ამავე პროექტით, „ქურდული სამყაროს“ აქტიურ წევრობასთან ერთად დასჯადი იქნება პასიური წევრობაც.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი