რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის ელჩი რუსეთში ლორი ბრისტოუ, დაიბარეს. დაბარების ოფიციალური მიზეზი არ სახელდება.ინფორმაციას “ინტერფაქსი” ავრცელებს.
დღეს, 13 მარტს საღამოს სრულდება ვადა, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერმინტრმა ტერეზა მეიმ კრემლს დაუწესა, რათა მათ “გრუ”-ს ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამლვის საქმეზე პასუხები გასცენ.
რუსეთმა ულტიმატუმზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა, სანამ ისინი წვდომას საქმის მასალებზე არ მიიღებენ.
გუშინ დიდი ბრიტანეთის პრემირმინისტრმა ტერეზა მეი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას. მისი თქმით, სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც რუსეთში მომზადდა.
შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სკრიპალის საქმეს გუშინ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა და ბრიტანელებს ურჩია ყოფილი ჯაშუშის მოწამვლის ინციდენტში ჯერ თავად გაერკვნენ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ სკრიპალის მომწამლავ ნივთიერებას “ნოვიჩოკი” ქვია.