ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავში 20 უნებართვო მშენებლობა გამოავლინეს

რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 20 უნებართვო მშენებლობა გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

როგორც ზედამხედველობიბს სამსახურში განაცხადეს, აქედან 8 პიზიკური პირის მიმართ საჯარიმო სანქციები ამოქმედდა. მოქალაქეები უკანონო მშენებლობისთვის  3 000 ლარით დაჯარიმდნენ.

უწყების განმატებით, 7 მათგანს გონივრული ვადა მიეცა, რათა უკანონო ნაგებობების დემონტაჟი თავად განეხორციელებინათ. დანარჩენი საქმეები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

რუსთავში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობა 3 000 ლარით დაჯარიმებას იწვევს და შენობა დემონტაჟს ექვემდებარება.

რუსთავში 2017 წელს უკანონო მშენებლობის 20 ფაქტი გამოვლინდა. რაც შეეხება 2018 წლის მონაცემებს, ამ ეტაპზე არცერთი უნებართვო მშენებლობის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

იტვირთბა....