ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტაბიძე: “მიუღებელია მერიის მხრიდან აპელირება იმ საკითზე, რომ „სითი პარკი“ არღვევს ვალდებულებებს”

„სითი პარკის“ პრესსამსახურის უფროსმა ლევან ტაბიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომპანია „სითი პარკისთვის“ მოულოდნელი აღმოჩნდა კონტრაქტის შეწყვეტა და ამის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ მერის სატელევიზიო გამოსვლით. კომპანიას მიაჩნია, რომ ეს წარმოადგენს მერიის, როგორც კონტრაქტის ერთ-ერთი მხარის მიერ არაკეთილსინდისიერ და არაპროფესიონალურ დამოკიდებულებას.

მისი განცხადებით, „სითი პარკი“ სამართლებრივ ჩარჩოში აპირებს თავისი უფლებების დაცვას როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟში. რაც შეეხება პირგასამტეხლოს გადახდას, ლევან ტაბიძის თქმით, კომპანიას მიაჩნია, რომ კონტრაქტის ასეთი ფორმით გაწყვეტა მიუღებელია, რის გამოც „სითი პარკი“ მოითხოვს საკომპენსაციო თანხას, თუმცა რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი, ტაბიძეს არ დაუკონკრეტებია.

„მიუღებელია მერიის მხრიდან აპელირება იმ საკითზე, რომ „სითი პარკი“ არღვევს ვალდებულებებს, ვინაიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საასმართლოში მიმდინარეობს ორი დავა, თუმცა არც ერთი დავა დასრულებული არ არის და არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, მიუხედავად წარსულში მერიის მხრიდან გაკეთებული განცხადებებისა, რომ მუნიციპალიტეტის საკითხს გადაწყვეტდა კანონის საფუძველზე. დღეს სახეზეა სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება, რაც აშკარად ხდის მერიის მიზანმიმართულ და არასამართლიან გადაწყვეტილებას. მიგვაჩნია, რომ სასამართო დავის პროცესში ასეთი უსაფუძვლო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება შეუსაბამოა დემოკრატიის პრინციპებისთვის, რაც აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს“, – განაცხადა პრესსამსახურის უფროსმა  ლევან ტაბიძემ.

იტვირთბა....