პარლამენტის თვმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დღეს მმართველი გუნდი ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატს, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ დაასახელებს.
“დღეს შედგება პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას კანდიდატთან დაკავშირებით. საღამოს კი უკვე ცნობილი გახდება ეს პიროვნება, რომელიც წარდგენილი იქნება “ქართული ოცნების” მიერ”,- განაცხადა კობახიძემ.
პოლიტსაბჭოს სხდომა „ქართული ოცნების“ ოფისში დღის მეორე ნახევარში გაიმართება.