ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მეჭიაური: “შეშაზე ქუცნაშვილმა დააწერინა, რომ მე გადმომაბრალონ თავისი პრობლემები”

“თუ ტერიტორიულ ერთეულებში შეშა არ ქონდათ, მიმართვა უნდა დაეწერათ, მე მოვიკითხე და მათ არა თუ ჩემთან, არამედ ჩემს წინამორბედთანაც არ აქვთ წერილი დაწერილი, რომ მსგავსი პრობლემები არსებობდა. ისინი საბოტაჟის რეჟიმში იმყოფებიან”, – ასე ეხმაურება თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური სახალხო დამცველის განცხადებას.

როგროც “მეტრონომს” მეჭიაურმა განუცხადა, სახალხო დამცველის ბრალდება თითიდან გამოწოვილია.

“ეს საკითხი სახალხო დამცველს რომ არ გაევრცელებინა, ღიმილისმომგვრელი იქნებოდა. ნოემბრის მეორე ნახევარში მივედი მე თანამდებობაზე და თიანეთში ზამთარი უკვე დაწყებული იყო. ოქტომბერში იმხელა თოვლი იყო, იმის მერე მსგავსი არ მოსულა. როდესაც ოფიციალურად შემოვიდა განცხადება, რომ პრობლემა იყო შეშაზე, მაშინვე მივიღეთ ზომები და სააგენტოს გადავუგზავნეთ, რათა პრობლემა მოგვარებულიყო. პასუხი უნდა ყოფილიყო 25 დეკემბერს, თუმცა ხაზინა დაკეტილი იყო და თანხის გადარიცხვა ვერ მოხერხდა.

სადღაც 9-10 რიცხვამდე დაჭირდათ, რომ ხაზინის პროგრამა გამართულიყო. თუ ტერიტორიულ ერთეულებში შეშა არ ქონდათ მიმართვა უნდა დაეწერათ. მოვიკითხე და მათ არა თუ ჩემთან, არამედ ჩემს წინამორბედთანაც არ აქვთ წერილი დაწერილი, რომ მსგავსი პრობლემები არსებობდა. ისინი საბოტაჟის რეჟიმში იმყოფებიან. ეს არის თითიდან გამოწოვილი, ქუცნაშვილმა დააწერინა, რომ თავისი პრობლემები მე გადმომაბარონ. ყველა სამსახური ქუცნაშვილის მხარდამჭერებით არის დაკომპლექტებული. მაჩვენონ ერთი განცხადება, სადაც რაიმე პრობლემაზე წერენ”, – აცხადებს მეჭიაური.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის განცხადებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა  თამაზ მეჭიაურმა თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მომუშავე თანამშრომლები მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, შეშით არ მოამარაგა.

იტვირთბა....