ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

N8 დაწესებულების ორი ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ ცნეს

2011-2012 წლებში, პატიმართა წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ორი ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ ცნო.  მთავარი პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

“2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამავე დაწესებულების თანამშრომლების დ.ხ.-ს და ლ.ბ.-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

ყოფილ თანამშრომლებს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და 1 წლითა და 6 თვის ვადით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება.

შეგახსენებთ, რომ პატიმრების წამების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი თებერვალშიც დაადგინა.

იტვირთბა....