aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლაზე მოთხოვნა პროკურატურაში ტრანსგენდერებმა შეიტანეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთავარ პროკურატურაში  სარჩელი დღეს ტრანსგენდერმა მირანდა ფაღავამ პირადობის მოწმობაში სქესის  შესახებ ჩანაწერის შეცვლის მოთხოვნით შეიტანა.

“ჩვენ მოვითხოვთ, რომ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები ზოგადად ტრანსგენდერი ადამიანების პირადობის მოწმობაში სქესის ჩანაწერის შეცვლასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს პროცესი გახდეს უფრო ჰუმანური, ხოლო სქესის ჩანაწერის შეცვლა მოხდეს გენდერული დისფორიის საბუთის წარდგენის საფუძველზე”, – განაცხადა მირანდა ფაღავამ.

ქალთა მოძრაობის წევრმა იზა ბახტურიძემ განაცხადა, რომ დღევანდელი კანონმდებლობა სქესის შეცვლას არ კრძალავს.

“დღევანდელი კანონმდებლობა არ კრძალავს სქესის შეცვლას პირადობის მოწმობაში. სრულიდ არაჰუმანურია ის პროცედურა, რასაც ითხოვენ ტრანსგენდერი ადამიანებისგან ეს არის სავალდებულო ოპერაცია. ხოლო ეს არის იძულებითი სტერილიზაცია, რაც მძიმედ აისახება მათ ჯანმრთელობაზე”, – განაცხადა იზა ბახტურიძემ.

12 მარტს ტრანსგენდერმა ქალებმა იუსტიციის მინისტრს ქალად აღიარება სთხოვეს და ამ მოთხოვნით პეტიცია შეიტანეს.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური მოთხოვნით, ქალთა მოძრაობამ 8 მარტს აქცია იუსტიციის სახლთანგამართა.

იტვირთბა....