ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ლავროვი: მოსკოვი ლონდონის ულტიმატუმს არ უპასუხებს

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმ ნივთიერებისადმი წვდომის უზრუნველყოფას ითხოვს, რომელითაც სკრიპალი მოწამლეს.

“ულტიმატუმის გაჟღერებამდე- ანგარიშით წავდგეთ ლონდონის წინაშე, თავად შეასრულონ ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციით აღებული ვალდებულება და მოგვცენ წვდომა მომწამლავ ნივთიერებაზე” – აცხადებს სერგეი ლავროვი.

მინისტრის განცხადებით რუსეთი უდანაშაულოა და მზად არის ითანამშრომლოს ლონდონთან. მოსკოვი გამოძიების მასალების გაცნობასაც ითხოვს, ვინაიდან საქმე რუსეთის მოქალაქეს ეხება. რუსეთის საგარეო უწყებაში ბრიტანეთის ელჩი უკვე დაიბარეს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ყოფილ საბჭოთა კავშირში შემუშავებული ეგრედ წოდებული “ნოვიჩოკ” ნივთიერებით მოწამლეს. მეიმ მოსკოვისგან ქიმიური იარაღის აკრძალვაზე მასალების გადაცემა მოითხოვა.

სხვა შემთხვევაში ბრიტანეთი რუსეთს გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში დაადანაშაულებს და შესაბამისად იმოქმედებს.
4 მარტს 66 წლის სკრიპალი და მისი ქალიშვილი სკვერში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მათთან ერთად მომწავლელი არისგან კიდევ 21 ბრიტანელი დაზარალდა.

 

იტვირთბა....