მომღერალმა ეკა მამალაძემ ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში განაცხადა, რომ შესაძლოა, მოსკოვში ნანი ბრეგვაძის კონცერტი აღარ გაიმართოს.
“შესაძლოა, კონცერტი აღარ გაიმართოს. არ ვიცით, ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპზე. ჩვენც ვფიქრობთ”, – აცხადებს მამალაძე.
1 მარტს ცნობილი გახდა, რომ 28 მარტს ნანი ბრეგვაძე სხვა ქართველ მუსიკოსებთან ერთად, მოსკოვში საიუბილეო კონცერტს გამართვდა.