ჟურნალისტის მკვლელობის გამო სლოვაკეთში შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცეპრემიერი რობერტ კალინიაკი გადადგა. მანამდე პოსტი კულტურის მინისტრმა დატოვა. ამის შესახებ Aktuality.sk-ი წერს.
გასულ კვირას ქვეყანაში ხალხმრავალი აქციები გაიმართა. კალინიაკმა გადადგომა საზოგადოების ზეწოლის გამო გადაწყვიტა. მონაწილეებმა პრემიერის რობერტ ფიცოს და მისი კაბინეტის გადადგომა მოითხოვეს.
5 მარტს ჟურნალისტის მკვლელობის გამო სლოვაკეთის პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტი და მისი მეგობარი გოგო მოკლეს. სლოვაკეთის პოლიციის ცნობით, იან კუჩიაკს და მისი მეგობარ ქალს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რაც სავარაუდოდ, ჟურნალისტის საქმიანობას უკავშირდება.
1 მარტს პოლიციამ მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა.
მოკლული ჟურნალისტი იან კუჩიაკი მუშაობდა ინტერნეტგამოცემისათვის Aktuality.sk. მისი ბოლო სტატია, რომელიც 9 თებერვალს გამოქვეყნდა, ეხებოდა ბრატისლავაში ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის გარშემო გადასახადებთან დაკავშირებულ სავარაუდო თაღლითობას.