ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ცენტრ პოინტის” მიერ დაზარალებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულმა მოქალაქეებმა დედაქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მოგვიანებით მათ ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე შეხვდა. დაზარალებულებმა ვიცე-მერს დახმარება თხოვეს. მათი მოთხოვნა ბინების აშენებაა.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ კომპანია m2-ის წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხვედრა, რომელმაც „ცენტრ პოინტის“ ბინები უნდა ააშენოს. თუმცა, როგორც დაზარალებუები ამბობენ, ამ შეხვედრის შემდეგაც საქმე წინ არ დაძრულა.

იტვირთბა....