ბათუმში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი 13 წლის ბიჭი თბილისში, იაშვილის კლინიკაშია გადმოყვანილი. როგორც “მეტრონომს” კლინიკის პრესამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, ბიჭის მდგომარეობა მძიმეა.
“ბავშვი გადმოიყვანეს იაშვილის კლინიკაში. ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ის ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება”, – განაცხადეს კლინიკაში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან 13 წლის ბიჭი ორი დღის წინ ჩამოვარდა.