ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბექა მინდიაშვილი: “ჩვენი ეკლესიის პრობლემა არის ის, რომ არაქრისტიანულია”

ჩვენი ეკლესიის პრობლემა ის კი არ არის, “პრორუსულია” თუ “პროდასავლური”, არამედ ის, რომ არ არის ქრისტიანული, არ ცხოვრობს სახარებით, არ უყვარს და არ ზრუნავს ადამიანზე, – წერს სოციალურ ქსელში ბექა მინდიაშვილი.

“ჩვენი ეკლესიის პრობლემა ის კი არ არის, “პრორუსულია” თუ “პროდასავლური”, არამედ ის, რომ არ არის ქრისტიანული, არ ცხოვრობს სახარებით, არ უყვარს და არ ზრუნავს ადამიანზე. ქრისტიანული ეკლესია კი უბრალოდ შეუძლებელია იყოს პრორუსული. ის იერარქებიც, რომლებიც დღეს დასავლეთს აქებენ, ხვალ იოლად შეიცვლიან პოზიციას, თუკი მათი დასავლურობა არ ეფუძნება ქრისტეს რწმენასა და ადამიანის თავისუფლების, როგორც უმაღლესი ბიბლიური ღირებულების პატივისცემას”, – აღნიშნავს მინდიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქართული ეკლესიის რამდენიმე გავლენიანმა ფიგურამ, მათ შორის მეუფე იაკობმა, ბოლო პერიოდში ამერიკაში შეხვედრები გამართა და მათ ღიად დაგმეს რუსეთის აგრესია.

იტვირთბა....