უკრაინაში საქართველოს მოქალაქე, კრიმინალური ავტორიტეტი სუმბათ აბასოვი მეტსახელად “სუმბათ ტბილისკი” დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.
„დაკავებულია კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც „სუმბათ ტბილისკის“ სახელით არის ცნობილი. უკრაინის პოლიცია მას ქვეყნის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში შესაძლო მონაწილეობის გამო ეძებდა“, – ნათქვამია განცხადებაში.