ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. “ტოიოტა ფიტი”-ის მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შედეგადაც შუა გამყოფ ზოლს შეეჯახა და ამოტრიალდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, დაშავებული კი სამედიცინო დახმარების ცენტრშია გადაყვანილი.

მეგობრობის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად შეზღუდულია.

იტვირთბა....