ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვითან ერთად დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი გაათავისუფლეს. მათ ახალგორი უკვე დატოვეს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ისინი ამ დროისთვის მცხეთის პოლიციაში იმყოფებიან. ამ დრომდე უცნობია არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების თარიღი.
ცნობისთვის, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.