თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ხელნაკეთი ნივთების მაღაზია გაძარცვეს. როგორც ცნობილი გახდა, წაღებულია თანხა, რომლის ზუსტი ოდენობაც ამ ეტაპზე არ სახელდება.
შსს-ში აცხადებენ, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
წყარო: “რუსთავი 2”