ქობულეთში, ხელვაჩაურსა და შუახევში პოლიციის სამმართველოებს ახალი უფროსი ჰყავს.
ქობულეთის სამმართველოს უფროსად დაინიშნა ვახტანგ ტერაშვილი, რომელიც ამ დრომდე აჭარაში ნარკობიუროს უფროსად მუშაობდა.
ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს დავით რიჟვაძე უხელმძღვანელებს, ხოლო შუახევის სამმართველოს დავით ბეჟანიძე.