თბილისში, ტატუნაშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. მას ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი.
მეზობლები ყვებიან რომ მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა, მისი ცხედარი კი ნათესავმა იპოვა. მკვლელობა სავარაუდოდ გამთენიისას მოხდა.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები.
წყარო: “1tv”