ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხიდის რეაბილიტაციის გამო, ბაგების საერთო საცხოვრებლიდან მაღლივ კორპუსამდე უფასო ავტობუსები დაინიშნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი, რეაბილიტაციის მიზნით, ოთხი თვით გადაიკეტა. ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ დაათვალიერა.

კალაძის ინიციატივით, ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ბაგების საერთო საცხოვრებლიდან მაღლივ კორპუსამდე დაინიშა ავტობუსები, რომლებიც ამ 4 თვის განმავლობაში უფასოდ იმოძრავებენ. ასევე ავტობუსები მხოლოდ სტუდქალაქთან და მაღლივ კორპუსთან გაჩერდებიან.

ხიდის რეაბილიტაცია, პროექტის ფარგლებში გულისხმობს ხიდზე არსებული საფარის გამოცვლას, ბურჯების გამაგრებას, გარდამავალი ფილის განახლებას, მოაჯირების შეღებვასა და განათებების სისტემის რეაბილიტაციას.

სამუშაოების ღირებულება 515 515 ლარს შეადგენს.

იტვირთბა....