დედოფლისწყაროში 43 წლის კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
თვითმხილველები ყვებიან, რომ მამაკაცი თანასოფლელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა. მას ჭრილობა მარჯვენა მხრის მიდამოში აქვს მიყენებული.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი ჯერ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანა, მოგვიანებით კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.
შსს-ს თქმით, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.