ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხულომ არარსებული მეტროს გადასახადი გააუქმა

ხულომ არარსებული მეტროს გადასახადი გააუქმა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს. ხულოში არ არის არც მეტრო და არც აეროპორტი.საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე ამბობს, რომ მეტროს გადასახადის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს დადგენილებაში დაუდევრობით მოხვდა.

„ეს საკრებულოს ტექნიკური პერსონალის დაუდევრობის ბრალი იყო, რადგან  დოკუმენტი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე იყო გატანილი, არ იყო ატვირთული საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე და მაცნეს მიეწოდა არა დამუშავებული დოკუმენტი, არამედ პირველადი,“-ამბობს დიმიტრაძე.

„იმედია, ამით დასრულდება გაუგებრობა,“-ამბობს ის.

მეტროს გადასახადი, დიმიტრაძის თქმით, თვეში 6 ლარია.

წყარო: “ბათუმელები”

იტვირთბა....