ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მესტია-ზუგდიდი-ჯვარის გზა მეწყერის საშიშროების გამო დროებით დაიკეტება

მესტია-ზუგდიდი-ჯვარის საავტომობილო გზის მონაკვეთი მეწყერისა და ქვის ცვენის საშიშროების გამო, 19:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე ჩაიკეტება.

მესტიის მერის თქმით, უამინდობამ მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია რამაც გარკვეული სახის პრობლემები შექმნა. ასევე მერის განცხადებით, გზებზე დილიდან მუშაობს ტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა უსაფრთხოების მიზნით საღამოს შვიდი საათიდან დილის შვიდ საათამდე აღნიშნული ტერიტორია ჩაიკეტება.

უამინდობაა ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტში.

უხვი ნალექის გამო მარტვილში ადიდდა მდინარე ტეხურა, რამაც ერთი საცხოვრებელი სახლის დატბორვა გამოიწვია.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

იტვირთბა....