ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ აღმაშენებლის გამზირი საათნახევრით გადაიკეტება

ხვალ, 10:30 საათიდან 12:00 საათამდე, დავით აღმაშენებლის გამზირზე, სანკტ-პეტერბურგის ქუჩის ჩასახვევიდან ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე, სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება. თბილისის მერია მიზეზად სპორტულ ღონისძიებას ასახელებს, რომელსაც ჩუღურეთის გამგება მართავს.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას ჩუღურეთის რაიონში არსებული სკოლის მოსწავლეები და რაიონში მცხოვრები მოქალაქეები მიიღებენ.

მარათონი წელს მეოთხედ  იმართება.

იტვირთბა....