შინდისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი გარდაიცვალა. ავტომობილი ჯერ ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, შემდეგ კი გაზის მილს.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: “1tv”