ახალი ამბები მთავარი სამართალი

აბაშაში ყაჩაღობისას სახლიდან 200 ათასი ლარი წაიღეს

აბაშაში, 4 მარტს ჩოჩიების საცხოვრებელ სახლში  შეიარაღებული და ნიღბიანი ორი პირი შეიჭრა. როგორც ცნობილია წაღებულია 200 ათასი ლარი.

გავრცელებული ინფორმაციით, თანხა სამეგრელოს რეგიონის 7 რაიონის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდანაა ამოღებული. ოჯახის წევრი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მენეჯერია.

მომხდართან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

იტვირთბა....