თბილისში, ავალიშვილის ქუჩაზე ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც გაზის მილსა და ავტოფარეხის სახურავს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტვაციების მართვის სამსახურმა დღეს ძლიერი ქარის შედეგად არსებული დაზიანებების შესახებ მონაცემები გაავრცელა.
უწყების თქმით, 16:00 საათიდან 21:00 საათის ჩათვლით სტიქიის შედეგად თბილისში დაზიანდა, 54 საცხოვრებელი სახლი; 68 -ხე; 7 – გარე განათების ბოძი ; 43 -ელექტრო სადენი; 6 – ავტომანქანა; 5 – გაზის ცენტრალური მილი; 6- სარეკლამო ბანერი;
რაც შეეხება რეგიონებს, შიდა ქართლში დაზიანდა 3 საცხოვრებელი სახლის სახურავი; აჭარაში – 1 საცხოვრებელი სახლის სახურავი; იმერეთი – სამტრედიის სოფ. საჯავახოში წვიმის შედეგად ჩამოშლილია მიწა, დაზიანებულია ხეები და ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი; სამეგრელო-ზემო/სვანეთი- მესტიის სოფ. ლახამულაში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ჩაიხერგა გზა; მარტვილში ადიდდა მდინარე ტეხურა, რის გამოც დატბორილია მიმდებარე ტერიტორია; მცხეთა-მთიანეთი – მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად დატბორილია მიმდებარე ტერიტორია, დაზიანებულია 1 საცხოვრებელი სახლი.