ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ალადაშვილი: “ტატუნაშვილის საქმე უპასუხოდ არ უნდა დარჩეს”

ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმეებს ძალიან მკაცრი შეფასება უნდა მოყვეს. რაც იქ მოხდა საერთაშროისო დონის კრიმინალია, – აცხადებს “მეტრონომთან” საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის “არსენალის” რედაქტორის განცხადებით, სეპარატისტების მხრიდან სერიოზული დანაშაულია ჩადენილი.

“ტატუნაშვილის საქმეზე, ყველა ირიბი მტკიცებულება არსებობს, რომ ადამიანის მიმართ, სეპარატისტების მიერ სერიოზული დანაშაულია ჩადენილი. ტატუნაშვილის საქმე უპასუხოდა არ უნდა დარჩეს. გარდა ამისა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებებიც მიმდინარეობს. ამის გამოსწორება სრულად შეუძლებელია. ამიტომ, ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმეებს ძალიან მკაცრი შეფასება უნდა მოყვეს. რაც იქ მოხდა საერთაშროისო დონის კრიმინალია”, – აცხადებს ალადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ოკუპირებული ახალგორის გამგებელმა, ფილიპ ხაჩიროვმა განაცხადა, რომ არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია არჩილ ტატუნაშვილთან და მის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს.

იტვირთბა....