ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვარკეთილში დაჭრილი მძღოლის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ვარკეთილში რამდენიმე დღის წინ დაჭრილი ერთ-ერთი მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის განცხადებით, პაციენტი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება.

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დინამიკაში გაუარესების გარეშეა. რჩება სტაბილურად მძიმე, მიმდინარეობს მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში. ჯერჯერობით, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა შედარებით გამარტივებული რეჟიმით, ვიდრე იყო. ფიქსირდებოდა შემავალი ჭრილობა მუცლის ღრუში, წვრილი ნაწლავის მრავლობითი დაზიანებით“, -განაცხადა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმ-ანესთეზიოლოგმა კონსტანტინე მუმლაძემ.

შეგახსენებთ, რომ 7მარტს ავტობუსის მძღოლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად რამდენიმე მათგანი დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გახოკიძის ქუჩაზე, N150 ავტობუსის მძღოლები კვების ერთ-ერთ ობიექტში იმყოფებოდნენ. ობიექტიდან გამოსვლის შემდეგ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლებს ავტობუსში ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ.

გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

იტვირთბა....