ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავში 19-მიკრორაიონთან წყლის ნიაღვარი მიდის

“1ტვ”-ის ინფორმაციით, რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მიმდებარედ, ამ წუთებში წყლის დიდი ნიაღვარი მიედინება. წყალი სავარაუდოდ იმ არხებიდან მოდის რომლითაც წლების წინ ქალაქის გარშემო არსებული ბაღები ირწყვებოდა.

ამჟამად არხები აღარ ფუნქციონირებს, დიდ წვიმას ვეღარ უძლებს, რაც მიმდებარე მიკრორაიონების დატბორვის მიზეზი ხდება. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ პრობლემის აღმოფხვრას უახლოეს საათებში შეეცდებიან.

ფოტო: 1ტვ

იტვირთბა....