ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვალერი სიმეონოვი: “რუსეთის პატრიარქი КГБ-ს აგენტია”

რუსეთის პატრიარქის კირილის ქონება ბულგარეთის ვიცეპრემიერმა ვალერი სიმეონოვმა  გაასაჯაროვა. მისი მტკიცებით, რუსული ეკლესიის სულიერ ლიდერს შვეიცარიაში ვილა, კერძო ვერტმფრენი და 30 ათასი დოლარის ღირებულების საათი აქვს. ამის შესახებ ცნობა ბულგარეთის მედია ავრცელებ.

გარდა ამისა, ბულგარეთის ვიცეპრემიერმა მას “КГБ-ს აგენტი“ და „რუსეთის სიგარეტის მიტროპოლიტი“ უწოდა. სიმეონოვის განცხადებით, 1996 წლიდან რუსეთის პატრიარქმა რუსეთში 14 მილიარდი დოლარის ოდენობის სიგარეტი შეიტანა.

„ეს არ არის მართლმადიდებელი მოძღვარი. ეს არის აგენტი მიხაილოვი, საბჭოთა КГБ-ს მეორეხარისხოვანი აგენტი“, – განაცხადა ბულგარეთის ვიცეპრემიერმა.

 

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება ბულგარეთის პრეზიდენტის რუმენ რადევის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც ოსმალეთის იმპერიისგან ბულგარეთის გათავისუფლების 140-ე წლისთავისადმი იყო მიძღვნილი. პატრიარქ კირილის აზრით, რადევმა ოსმალური იმპერიის დამარცხებაში რუსეთის როლს არასაკმარისად გაუსვა ხაზი.

იტვირთბა....