ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავში ბუნებრივი აირით ორი მოზარდი მოიწამლა

საცხოვრებელ ბინაში, რუსთავში, თოდრიას პირველი ჩიხში,  ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ოთხი ადამიანი მოიწამლა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მოწამლულებიდან ორი მცირეწლოვანი ბაშვები არიან.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ბავშვები რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, მშობლები კი, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში.

კომპანია ,,სოკარ-ჯორჯიაგაზი რუსთავში“ აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის მიზეზი გაუმართავი გაზდანადგარი იყო. კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს, მათივე უსაფრთხოების მიზნით, ოთახისა და წყლის გამათბობლების მონტაჟი ტექნიკური ნორმების დაცვით, სპეციალისტებს დაამონტაჟებინონ.

სამედიცინო დაწესებულებებში აცხადებენ, პაციენტებს შესამამისი დახმარება გაეწიათ და დილით სახლში გაწერეს.

იტვირთბა....