დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უწმინდესი ხშირად იხსენიებს მამა გიორგის და და განსაკუთრებულად ლოცულობს მისთვის” – ასეთი გამცხადება გააკეთა მან ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, პირადად მას მამა გიორგიმ უწმინდესთან ინფორმაციის გადაცემა დააბარა და პატრიარქს დანაბარები მან უკვე გადასცა.
“მას პატრიარქთან რაღაცის გადაცემა უნდოდა. ამის შემდეგ მათ ერთად ისაუბრეს. დეკანოზმა გიორგი მამალაძემ რაღაც დამაბარა პატრიარქთან, ძალიან პირადულია და ამას ვერ მოვყვები” – ამბობს დეკანოზი კახაბერი.
პატრიარქი ძალიან ნერვიულობს ამ ამბავს. მამა გიორგის ყოველი ამბის გახსენება მასში ემოციას იწვევს. მინდა გითხრათ, რომ პატრიარქი იხსენიებს და განსაკუთრებულად ლოცულობს მისთვის. აი, ეს ნამდვილად მინდა დავადასტურო – იხსენიებს, ლოცულობს და ყოველთვის ამბობს „ღმერმა დალოცოს!“ და თან ისე გულიანად გადასახავს ჯვარს, რომ ამ ამბის მიმართ გულგრილი არ არის. პატრიარქი გულგრილი არაფრის მიმართ არ არის, მაგრამ ეს მისთვის განსაკუთრებულად სენსიტიური თემაა“, – განაცხადა მამა კახაბერმა.
შეგახსენებთ, მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა კახაბერმა და მეუფე გრიგოლმა მოინახულეს.