ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოზურგეთში მამაკაცმა მეგობარს თეფში ჩაარტყა და მოკლა: მოსამართლემ განსასჯელს 8 წელი მიუსაჯა

სასამართლო პროცესი შედგა ოზურგეთის სასამართლოში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული გაასამართლეს, – ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.

წყარო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე აღწერს, რომ გასული წლის თებერვალში მამაკაცმა თავში თეფშის რამდენჯერმე ჩარტყმით და სხვადასხვა მძიმე დაზიანებებით მოკლა მეგობარი, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გარდაცვლილი 24 საათის შემდეგ მეზობელმა იპოვა. დამნაშავე კი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

სასამართლო სხდომაზე ექსპერტებმა განმარტეს,რომ დაზიანება მიყენებული იყო მკვრივი და ბლაგვი საგნის, ასევე ბასრი და მჭრელი საგნის მოქმედებით.

იგივე დაადასტურა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ. ექსპერტებმა ასევე დაადასტურეს დამნაშავის დნმ-ის არსებობა გარდაცვლილის სხეულზე.

სასამართლოს ინფორმაციით, წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ განსასჯელის მიერ ქმედების პირდაპირი განზრახვით ჩადენას. მან გამიზნულად, სიცოცხლის მოსპობის მიზნით ორჯერ ჩაარტყა თავში თეფში და მიაყენა სხეულზე სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები.

სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით შეუფარდა.

იტვირთბა....