ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქუთაისის სამხედრო სამსახურის შენობაში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, სამხედრო სამსახურის შენობაში ხანძარი გაჩნდა.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ოთხსართულიანი შენობის მე-4 სართულზე, სამხედრო კომისარიატის განყოფილებაში დაიწვა ერთი ოთახი.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

იტვირთბა....