ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ექიმი: “აღმაშენებელზე დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა”

ინგოროყვას კლინიკის ექიმი-პედიატრის თამარ თაყაიშვილის განცხადებით, აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ “მოზაიკის” მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.

პაციენტი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმის განცხადებით, ექიმის განცხადებით, პაციენტს აღენიშნებოდა შუბლის და ყვრიმალის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა და მუცლის ღრუს და დახურული ტრავმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობიდან მოზარდი გადმოვარდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის განცხადებით, დაშავებული ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაჰყავთ.

 

იტვირთბა....