ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

კიევში რესტორანს ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს

კიევის პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კიევის ცენტრში უცნობმა პირმა ერთ-ერთი რესტორნის ტერასის მისამართით ყუმბარმტყორცნიდან ცეცხლი გახსნა.

უკრაინელი სამართალდამცავების ინფორმაციით, რესტორანში ხანძრის გაჩენის შესახებ შეტყობინება ღამით შევიდა. ადგილზე მივიდა საგამოძიებო ჯგუფი და სამაშველო ბრიგადა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. „პოლიციელებმა რესტორნის პერსონალი გამოკითხეს და კამერების ჩანაწერები წაიღეს.

 

სათვალთვალო კამერებზე ასახულია, თუ როგორ მოდის რესტორანთან უცნობი პირი და ყუმბარმტყორცნიდან სროლას იწყებს“, – ნათქვამია პოლიციის პრესსამსახურის განცხადებაში. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე „სხვისი ქონების განადგურების ან დაზიანების“ მუხლით არის აღძრული.

იტვირთბა....